ამოცნობილია სამიდან ორი ტერორისტის ვინაობა – ორივე რუსეთის პასპორტით – Georgians.gr

ამოცნობილია სამიდან ორი ტერორისტის ვინაობა – ორივე რუსეთის პასპორტით

გაზეთ Hurriyet–ის ცნობით, სამივე ტერორისტს ნაქირავები ჰქონდა სახლი სტამბოლის გარეუბან ფატიხში, რომელიც ცნობილია ბევრი იორდანელი, სირიელი და პალესტინელი მიგრანტით. ბინის ქირა – 24 000 თურქული ლირა (7 500 ევრო) ერთი წლით წინასწარ ჰქონდათ გადახდილი.

თურქეთიის ხელისუფლება ასაჯარაოებს ორი მათგანის: ეროვნებით ყირგიზი, რახიმ ბულგაროვის და ეროვნებით დაღესტნელი, ვადიმ ოსმანოვის ვინაობას. აღასანიშნავია, რომ  ორივეს რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა, როგორც დაადასტურა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მესამე ტერორისტის სახელი და გვარი ჯერჯერობით უცნობია.

თურქეთის მას–მედიის აზრით, სამშაბათს ღამით აეროპრტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ეროვნებით ჩეჩენი, ახმედ ჩატაევია, პიროვნება, რომელიც, როგორც სჩანს, სტამბოლის ISIS-ის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მოიაზრება და მხოლოდ 2016 წელს სხვა ორი სისხლიმსღვრელი აფეთქება აქვს მოწყობილი სტამბოლში: იანვარში – სულთანახმედის მოედანზე, ქალაქის გულში და მარტში – ტაქსიმის მოედნის მახლობლად.

“ამბობენ, რომ ეს ყვლაფერი ისლამის სახელით გააკეთეს, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არა აქვს ისლამთან და მათი ადგილი ჯოჯოხეთშია” – განაცხადა გუშინ რეჯებ ტაიპ ერდოგანმა.

ამასობაში, გარდაცვლილთა რაოდენობამ 43–ს მიაღწია, აქედან 16 მათგანი თურქეთთან მიმართებაში უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ყურადსაღებია, რომ თურქეთის ხელისუფლება მსოფლიოს 142 ქვეყანასთან თანამშრომლობს ანტი–ტერორისტული მიმართულებით და ბოლო წლებში 50 246 სავარუდო ტერორისტი ჰყავს შეჩერებული და უკან გაბრუნებული საზღვრებიდან, დაკავებული ჰყავს 3 061 – უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე მყოფთაგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ეფკან ალას თქმით, ISIS-ის 5 193 წევრს მაინც შეღწეული აქვს თავი თურქეთის ტერიტორიაზე.

5773d44718c7735be84caa73AdTech Ad   ტერორისტი N1 – ვადიმ ოსმანოვი, აეროპრტის შესასვლელთან, ამინდისთვის შეუფერებლად სქელი კურტკით

5773d471c03c0e16681d2e86

ტერორისტი N2 – “კალაშნიკოვით” ცეცხლის გამხსნელი რახიმ ბულგაროვი

57738b0d18c7735be84ca196
ტერორისტი N3, ეროვნებით უზბეკი, საკუთარი თავის აფეთქებამდე წამის წინ – ჯერჯერობით უცნობი ვინაობის