fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ამინდის პროგნოზი დღეს – სად იწვიმებს?

დღეს, 28 ოქტომბერს, ქვეყნის უმეტეს რეგიონში მოღრუბლულობაა გამოცხადებული, რამდენიმე ტერიტორიის გარდა, სადაც სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ელოდებიან.

EMY-ს თანახმად, დღეს საბერძნეთის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს კიდეც. განსაკუთრებით მაკედონიასა და თრაკიში. ასევე, ნავარაუდევია მცირე მასშტაბის შტორმი ჩრდილოეთ იონიის ზღვაზე.

ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, ძირითადად მოღრუბლულობას ვარაუდობენ. დილის და საღამოს საათებში მცირე ნისლი წარმოიქმნება, რის გამოც ხილვადობა გაძნელებული იქნება. ტემპერატურა საგრძნობლად არ შეიცვლება.

ატიკა

ძირითადად, მოღრუბლულობაა გამოცხადებული. ნისლი იქნება დილისა და საღამოს საათებში. ტემპერატურა 13-23 გრადუსამდე აიწევს.

თესალონიკი

მოღრუბლულობა და ნისლია გამოცხადებული. ხილვადობა გაძნელებული იქნება დილას და საღამოს. ჰაერი 9-დან 21 გრადუსამდე გათბება.

მაკედონია, თრაკი

ცვალებადი მოღრუბლულობა აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში, თანდათან, წვიმაში გადაიზრდება. ნისლი და გაძნელებულ ხილვადობა იქნება დილისა და საღამოს საათებში. ტემპერატურა 7-დან 22 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო დასავლეთ მაკედონიაში 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

იონიის კუნძულები, ეპირუსი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო

ძირითადად, მოღრუბლულობაა გამოცხადებული, ხანმოკლე წვიმასთან ერთად. შესაძლებელია, მცირე მასშტაბის შტორმი იონიის ზღვის ჩრდილოეთით. ჰაერი 14-დან 24 გრადუსამდე გათბება.

თესალია, აღმოსავლეთ სტერა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისო

მოღრუბლულობა და ნისლია გამოცხადებული. ტემპერატურა 9-დან 24 გრადუსამდე იმერყებს.

ციკლადები, კრეტა

მცირე მოღრუბლულობას ვარაუდობენ. ჰაერი 14-დან 23 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულები, დოდეკანესის კუნძულები

აქაც მცირე მოღრუბლულობაა ნავარაუდევი. ჰაერი კი, 9-დან 21 გრადუსამდე გათბება.

ზანტე

ძირითადად, მოღრუბლულობა და ნალექია გამოცხადებული. ტემპერატურა 16-დან 23 გრადუსამდე აიწევს.

 

onalem

ტესტ