fbpx
საბერძნეთი

ამინდის ცვლილება ხვალიდან საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს.

კერძოდ, შაბათს დილის საათებიდან მოსალოდნელია ამინდის სწრაფი ცვლილება საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთით.

ძლიერი წვიმა და ქარი იქნება შემდეგ ტერიტორიებზე: ცენტრალური და აღმოსავლეთ მაკედონია, თრაკი, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები. შესაძლოა გაწვიმდეს დოდეკანესზეც.

ასევე, ამინდის მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდება იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ და ცენტრალურ სტერეაში, ჩრდილო-დასავლეთ პელოპონისოში, თესალიაში, ჩრდილოეთ ევიაში.

ქარის სიძლიერე აღნიშნულ ტერიტორიებზე ბუფორტის სკალით 7-8 ბალს მიაღწევს.

ცუდი ამინდის შესაბამისად დაეცემა ჰაერის ტემპერატურაც და იქნება 8 გრადუსი.

onalem

ტესტ