fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ამინდის ცვლილება შაბათ-კვირას საბერძნეთში

დღეს და ხვალ საბერძნეთში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი. უფრო კონკრეტულად კი ნავარაუდებია წვიმა და ძლიერი ქარი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში.

კერძოდ, შაბათს შუადღიდან გაწვიმდება იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეასა და პელოპონისოში, თანდათანობით ნალექი გადაინაცვლებს ცენტრალურ სტერეაში, ხოლო ღამით იწვიმებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე.

ჩრდილოეთის ქარი (ბუფორტის შკალით 5-8 ბალი) იქროლებს ატიკის რეგიონში, მოსალოდნელია მოღრუბლულობა და წვიმა შუადღის შემდეგ. წვიმა და ქარი განსაკუთრებით ძლიერი იქნება ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში.

კვირა დღეს გაწვიმდება ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, ხოლო დილიდან შუადღემდე იწვიმებს დასავლეთ საბერძნეთში.

ტემპერატურა 11-დან 18 გრადუსამდე იმერყევებს, თუმცა 11 გრადუსის დაბლა დაეცემა ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში.

onalem

ტესტ