fbpx
საბერძნეთი

ამინდის ცვლილება: ძლიერი წვიმა, სეტყვა, ჭექა-ქუხილი და ქარი

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური დღევანდელი დღიდან ამინდის გაუარესების შესახებ გვაფრთხლებს. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და ზოგიერთ რეგიონში სეტყვაც კი.

ამინდის ცვლილება დილიდანვე შესამჩნევი იყო რამდენიმე კუნძულზე, განსაკუთრებით იონიის ზღვის კუნძულებზე.

ათენში მოსალოდნელია მცირე ნალექი, წვიმის სახით. ტემპერატურა 40 გრადუსიდან 17-32 გრადუსამდე დაიწევს.

ძლიერი ქარისა და წვიმის პირობებში კეფალონიაზე მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

აქ წვიმა დილის 6 საათზე დაიწყო და 06:40 საათიდან 08:00 საათამდე ელექტრო ენერგიის აღდგენა ვერ ხერხდებოდა.

ჭექა-ქუხილმა ხანძარი გამოიწვია სკალას ტერიტორიაზე, თუმცა, მეხანძრეებმა ცეცხლის გავრცელებამდე მოახერხეს მისი ჩაქრობა.

https://www.facebook.com/www.inkefalonia.gr/videos/1620055178067262/

onalem

ტესტ