fbpx
საბერძნეთი

ამინდის ცვლილება ატიკაში: წვიმა და ელჭექი

გასული დღეები სანაპიროზე წასასვლელად ნამდვილად იდეალური იყო, თუმცა, მომავალ კვირას ამინდთან დაკავშირებით ცვლილებებია მოსალოდნელი.

ტემპერატურა კვირის ბოლომდე მაღალი იქნება, 36-38 გრადუსი, მაგრამ ორშაბათიდან ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მზეს წვიმა და ელჭექი შეცვლის.

ორშაბათიდან ტემპერტურა 38 გრადუსიდან საგრძნობლად დაიკლებს. განსაკუთრებით, სამშაბათს 31-32 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. უხვი ნალექი პირველ რიგში ცენტრალურ საბერძნეთში დაფიქსირდება, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონებში. ასევე წვიმა იქნება კუნძულ კრეტას ძირითად ნაწილში.

ამინდის აღნიშნული ცვლილებები ორშაბათს შუადღიდან დაიწყება. ძლიერი წვიმა ნავარაუდებია დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ატიკაში.

onalem

ტესტ