ამინდი 15 იანვარს საბერძნეთში – Georgians.gr

ამინდი 15 იანვარს საბერძნეთში

2018 წლის 15 იანვარს საბერძნეთში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

კერძოდ, დასავლეთ და ცენტრალურ საბერძნეთში, ისევე როგორც მაკედონიისა და თრაკის რამდენიმე ნაწილში, მოსალოდნელია შტორმი და წვიმა, შუადღეს იწვიმებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე.

ითოვებს ქვეყნის მთიან რეგიონებში, კერძოდ, დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ საბერძნეთში ტემპერატურა 2-11 გრადუსამდე იმერყევებს, ჩრდილოეთ საბერძნეთში -3-6 გრადუსამდე, დასავლეთ საბერძნეთში 2-15 გრადუსამდე, ცენტრალურ ეგეოსის კუნძულებზე, კრეტასა და დოდეკანესის კუნძულებზე ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება.

ჩრდილოეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი იონიის ზღვის კუნძულებზე და ასევე ეგეოსის კუნძულებზე.

melano

ტესტ