fbpx
განათლებასაბერძნეთი

ამერიკის საელჩომ ათენსა და თესალონიკში ლტოლვილებს სტიპენდია დაუწესა

ამერიკის საელჩო ათენში ათენსა და თესალონიკში მცხოვრები 200 ლტოლვილისთვის (თითო ქალაქიდან 100) სტიპენდიას აწესებს. წახალისება კეთდება იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაში გადაადგილბულმა სტუდენტებმა განათლების მიღება და სწავლის გაგრძელება შეძლონ.

პროგრამა თესალონიკი-ანატოლიის კოლეჯისა და ათენის ამერიკული კოლეჯის, Deree-ის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია ლტოლვილები ცოდნით, საჭირო უნარებითა და შესაბამისი დიპლომებით უზრუნველყოს, რათა მომავალში მათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შეძლონ ცხოვრება და მოღვაწეობა.

ასევე, ეს მათ შესაძლებლობას მისცემს გამოვიდნენ საკუთარი ბანაკებიდან და მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, დაუმეგობრდნენ კოლეჯის სხვა სტუნდენტებს და ა.შ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საელჩო ამაყობს აღნიშნული ინიციატივით და ხაზს უსვამს, რომ ისინი ხელს უწყობენ ახალგაზრდების განათლებას. ეს ყველაფერი ასევე ამერიკისა და საბერძნეთის თანამშრომლობასა და კავშირების გამყარებაზე მიუთითებს.

onalem

ტესტ