fbpx
კრიმინალი

ამერიკაში ძებნილი 4 მილიარდი დოლარის ქურდი საბერძნეთში დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ 38 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელზეც ამერიკის შეერთებულ შტატებში ძებნა იყო გამოცხადებული. მას ბრალად ფულის გათეთრება ედება, რომელიც 4 მილიარდ დოლარს მოიცავს.

38 წლის მამაკაცი 25 ივლისს, დილას, ჩრდილოეთ საბერძნეთში, ხალკიდიკში დააკავეს. როგორც ჩანს, ის დასასვენებლად იყო ჩამოსული და დაგროვილი თანხის ნაწილის საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯვას აპირებდა.

მისი სახელი და გვარი ამ დრომდე არ ხმაურდება.

პოლიციამ დამნაშავის სასტუმროს ნომერში აღმოაჩინა ორი ლეპტოპი, ორი ტაბლეტი, ხუთი მობილური ტელეფონი, მოდემი, ვიდეო კამერა და ხუთი საკრედიტო ბარათი.

მისი დაკავება აშშ-ს პოლიციასთან თანამშრომლობით მოხდა. ის ამ საქმიანობით 2011 წლიდან იყო დაკავებული და საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, იგი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელიც მათავს და ახორციელებს მსოფლიოში უსხვილეს კიბერდანაშაულებს.

ამერიკის შეერთებული შტატების გათვლებით მის მიერ მითვისებული თანხა 4 მილიარდ დოლარს უდრის.

დამნაშავე პროკურორის წინაშე წარსდგა. ამჟამად მიმდინარეობს მისი აშშ-ში გაგზავნის პროცედურები.

onalem

ტესტ