fbpx
საზოგადოება

ამბავი კაცისა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე 28 წელია მარტო ცხოვრობს

მაურო მორანდიმ, რომელიც ახლა უკვე 78 წლისაა, საკუთარი ცხოვრება ზღვის ყურებასა და ტალღების ხმის მოსმენაში გაატარა.

National Geographic-ის 1989 წლის გამოცემის მიხედვით, მორანდის კატერი კორსიკასა და სარდინიას შორის, ბუდელის კუნძულთან ახლოს იპოვეს. თუმცა, მისი ძრავა საშინელ მდგომარეობაში იყო.

ტალღები კატერს კუნძულისკენ მიათრევდნენ. როცა ამის შესახებ ტექნიკოსს შეატყობინა, ის პენსიაზე უკვე ორ დღეში გადიოდა. იმედგაცრუებულმა მორანდიმ კატერი გაყიდა და გადაწყვიტა, კუნძულზე დასახლებულიყო.

მან ცხოვრება შემოქმედებითად გაატარა. როცა კედრებისგან სკულპტურებს არ ქმნიდა, ძველი ბერძენი ფილოსოფოსების შემოქმედებას კითხულობდა ან კუნძულის უნიკალურ სილამაზეს იღებდა.

მორანდი ირწმუნება, რომ კუნძულს არასოდეს დატოვებს და ბოლოჯერ სწორედ აქ ამოისუნთქებს. მისი დღე სანაპიროს დასუფთავებით იწყება და მიუხედავად მისი განმარტოებული ცხოვრებისა, ის დიდი სიამოვნებით ეგებება კუნძულის სტუმრებს და მათ ასწავლის გზებს, თუ როგორ დაიცვან ეკოსისტემა.

ბუდელი ზამთარში განსაკუთრებით ლამაზია. მორანდის ადამიანებთან კონტაქტი თითქმის არ აქვს. მას ზღვის ყურება და ტალღების ხმის მოსმენა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამბობს, რომ ეს მისთვის ერთგვარი ციხეა, თუმცა, ის ციხე, რომელიც მან თავად აირჩია.

მედიის საშუალებით მას სურს აჩვენოს ხალხს ბუნების უნიკალურობა, ასწავლოს მისი სიყვარული და მასთან სიახლოვე. ის მიუთითებს მათ დაიცვან პლანეტა, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეშია.

onalem

ტესტ