fbpx
კატეგორიის გარეშესაზოგადოება

საბერძნეთი: ამ კვირიდან მაღაზიები განუწყვეტლივ იმუშავებს!

სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც საბერძნეთის მასშტაბით ხვალიდან ოფიციალურად იწყება, მაღაზიები განსხვავებული გრაფიკებით იმუშავებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიები ღია იქნება მომდევნო კვირას და ასევე შემდეგი ორი კვირის მანძილზე, ახალი წლის დადგომამდე. კონკრეტულად დამატებითი სამუშაო დღეებია 16, 23 და 30 დეკემბერი.

ათენში მაღაზიები კვირა დღეებში იმუშავებს დილის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. 

31 დეკემბერს მაღაზიები და სუპერმარკეტები 17:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 1 და 2 იანვარს დაკეტილი იქნება.

სამუშაო საათები 3 იანვრიდან აღდგება.

onalem

ტესტ