საბერძნეთის Alpha TV აშუქებს აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს

მ/წლის 2 აგვისტოს, საელჩოს ინიციატივით, ქ. ათენის წმ. პანტელეიმონის სახელობის ტაძარში, ქართველი და ბერძენი სასულიერო პირების მიერ, ერთობლივად ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, მათ შორის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქ. ათენის ქართველი მრევლი და ბერძენი ეროვნების მოქალაქეები.
მ/წლის 3 აგვისტოს ქ. ათენის მერიის დაქვემდებარებულ კულტურის ცენტრ „მელინაში“, გაიმართა ფოტო-გამოფენა და მიღება სახელწოდებით “7 წელი 2008 წლის 7 აგვისტოს შემდეგ”.

ღონისძიება მიმდინარეობდა წმინდა ნინოს სახელობის ქ. ათენის ქართველ მგალობელთა გუნდის მიერ ქართული საგალობლების შესრულების ფონზე. ღონისძიებას დაესწრნენ ქ. ათენში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ხორვატია, უკრაინა, სერბეთი, მოლდოვა, იაპონია, ისრაელი, ავსტრალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საუდის არაბეთი და სხვა. გამოფენასა და მიღებას ასევე დაესწრნენ როგორც ქ. ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საბერძნეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველები, ასევე ბერძნული საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, რომელმაც აღწერა 7 წლის წინ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის პროცესი. დამსწრეთ გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად არსებული ვითარება, აქცენტით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოს რეგიონების ე.წ. მცოცავი ანექსის მცდელობებზე. ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტებზე, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეში დარღვევების ყოველდღიური პრაქტიკის შესახებ. გამოსვლის დასრულებისას, ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა და მიღება გაშუქდა წამყვანი ბერძნული ტელეკომპანიის „Alpha“ მიერ. ხსენებულ ტელეკომპანიასთან საქართველოს ელჩის ინტერვიუს ფრაგმენტი გაშუქდა ახალი ამბების რუბრიკაში. ჟურნალ „Greek Diplomatic Life“-ის სექტემბრის ნომერში იგეგმება საქართველოს ელჩის სტატიის გამოქვეყნება, რომელიც მიეძღვნება აგვისტოს ომსა და საქართველოს წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ, სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესს.

მ/წლის 2 აგვისტოს, საელჩოს ინიციატივით, ქ. ათენის წმ. პანტელეიმონის სახელობის ტაძარში, ქართველი და ბერძენი სასულიერო პირების მიერ, ერთობლივად ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, მათ შორის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქ. ათენის ქართველი მრევლი და ბერძენი ეროვნების მოქალაქეები.
მ/წლის 3 აგვისტოს ქ. ათენის მერიის დაქვემდებარებულ კულტურის ცენტრ „მელინაში“, გაიმართა ფოტო-გამოფენა და მიღება სახელწოდებით “7 წელი 2008 წლის 7 აგვისტოს შემდეგ”. ღონისძიება მიმდინარეობდა წმინდა ნინოს სახელობის ქ. ათენის ქართველ მგალობელთა გუნდის მიერ ქართული საგალობლების შესრულების ფონზე. ღონისძიებას დაესწრნენ ქ. ათენში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ხორვატია, უკრაინა, სერბეთი, მოლდოვა, იაპონია, ისრაელი, ავსტრალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საუდის არაბეთი და სხვა. გამოფენასა და მიღებას ასევე დაესწრნენ როგორც ქ. ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საბერძნეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველები, ასევე ბერძნული საზოგადოების წარმომადგენლები.