fbpx
საბერძნეთი

ალიმოს: მასწავლებელმა 9 წლის ბავშვი თანაკლასელებს აცემინა

ათენის სამხრეთ გარეუბნის, ალიმოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მუსიკი მასწავლებელის მხრიდან ბავშვის მიმართ სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, ის 9 წლის მოსწავლეზე თავად არ ძალადობდა, არამედ თანაკლასელებს უბიძგებდა ბავშვი ყველას ერთად ეცემა.

მასწავლებელი ქალბატონია. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როცა 9 წლის მოსწავლე მანქანის მართვის იმიტაციას აკეთებდა, რამაც პედაგოგი ძალიან გააღიზიანა. მისი გაჩერება კი შემდეგი გზით გადაწყვიტა. თითოეულ მის თანაკლასელს უთხრა, რომ ის ეცემათ. ზოგიერთი მოსწავლე ადგილზე გაიყინა, ხოლო უმრავლესობამ მასწავლებლის ”ბრძანების” შესრულება გადაწყვიტა და თანაკლასელს მივარდნენ. მან გაქცევა სცადა, თუმცა, ამის უფლება არ მისცეს და კუთხეში მიიმწყვდიეს. ისინი ბავშვს თავში ურტყამდნენ.

მე-4 კლასის მოსწავლეს მთელი გაკვეთილის მანძილზე სცემდნენ, ვიდრე ზარი არ დაირეკა. მასწავლებელმა კი ბავშვებს საქციელი მოუწონა.

”დედა, ზარის დარეკვამ გაამარჩინა,” ეუბნებოდა აცრემლებული ბავშვი დედას.

მომხდარს სკოლის დირექტორიც ადასტურებს. მშობლები მასწავლებლის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ხელმოწერები შეგაროვეს, რათა ის სკოლიდან გაერიცხათ. ხელმომწერთა რიცხვი 121-ს უდრის.

onalem

ტესტ