fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ალიმოს: 60 წლის ფარმაცევტი გაძარცვეს, თუმცა, დაკავებული თავად აღმოჩნდა

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, განყოფილებაში შევიდა ზარი, რომ ალიმოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ძარცვა მოხდა. ისინი დაუყოვნებლივ გაემართნენ დანაშაულის ადგილისკენ, სადაც 60 წლის ფარმაცევტი დახვდათ. სწორედ მან გამოიძახა პოლიცია.

ოფიცრებმა აფთიაქი მთლიანად შეამოწმეს, რაც 60 წლის ფარმაცევტისთვის ცუდად დასრულდა. პოლიციამ მძარცველი ჯერჯერობით ვერ დააკავა, თუმცა, დაპატიმრებული თავად ფარმაცევტი აღმოჩნდა.

მის უკანონო მფლობელობაში იპოვეს ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე ერთი თოფი, თუმცა, ლიცენზირებული. ამასთანავე, 100-ზე მეტი ვაზნა.

ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით ინახვდა მამაკაცი დიდი ოდენობით იარაღს.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, ფარმაცევტი კი პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ