fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ალიმოს: 170 მშობელი ერთი მასწავლებლის წინააღმდეგ გაერთიანდა

რამდენიმე დღის წინ ალიმოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ინციდენტი მოხდა, რომელმაც საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მოსწავლეების მშობლებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. მუსიკის მასწავლებელმა 9 წლის ბიჭი თანაკლასელებს აცემინა, რადგან გაკვეთილს არ ისმენდა.

170 მშობელი მასწავლებლის წინააღმდეგ გაერთიანდა და საჩივარი დაწერეს. ისინი მის სხვა მასწავლებლით ჩანაცვლებას ითხოვენ და ადანაშაულებენ არა მხოლოდ მოძველებული მეთოდებით სწავლებაში, არამედ მოსწავლეთა მიმართ გამოჩენილ გულგრილობაში. ქალი არ იმახსოვრებდა ბავშვების სახელებს და მიმართავდა როგორც ”ბიჭი”, ”გოგო”.

გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი ნაფიცი მსაჯულების წინაშე დღეს წარსდგება. მისი თქმით, მშობლები მომხდარს აზვიადებენ და დანაშაულს არ აღიარებს.

მშობლის განცხადებით, მასწავლებელი მის შვილს არც წყლის დალევის საშუალებას აძლევდა და როცა ბიჭი გასვლას ითხოვდა, ის პასუხობდა, რომ ვერსად წავიდოდა, რადგან წყლის დალევა მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ შეეძლო. ამის გამო 9 წლის მოსწავლე სკოლაში 3 საათამდე მწყურვალი რჩებოდა და სახლში მისვლისას თავს გამუდმებით სუსტად გრძნობდა.

იხილეთ დაწვრილებით:

onalem

ტესტ