fbpx
სტილი

ალექსის ციპრასის მეუღლის სტილის ცვალებადობა: კრიტიკოსთა შეფასებები

საბერძნეთის პრემიერი ჩინეთს Belt and Road Forum for International Cooperation-ის სამიტზე დასასწრებად ეწვია. საქმიან შეხვედრებს შორის, რა თქმა უნდა, იყო ფორმალური მიღებებიც, სადაც ციპრასს გვერდს თავისი მეუღლე უმშვენებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქმრის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ქალმა უამრავი სტილის სამოსი მოირგო. თუ აქამდე ის მუხლს ზემოთ კაბებში გვევლინებოდა, რომელიც აუცილებლად წითელი დეტალით იყო  გაწყობილი, რამდენიმე ხნის წინ რომის სამიტზე მან მაქსიმალურად აირიდა წითელი ფერი. კრიტიკოსთა შეფასებით მას ძალიან მოსაწყენი ჩაცმულობა ჰქონდა, სპილოს ძვლისფერი პიჯაკი და შავი ფეხსაცმელი, რომელსაც შავი ჩანთა ჰქონდა შეხამებული. თუმცა,  ყველა შეთანხმდა, რომ ეს იყო საუკეთესო სტილი, რომლითაც კი ოდესმე წარდგენილა.

ამჯერად კი, ჩინეთში ვიზიტითან დაკავშირებით აზრები ისევ ორად გაიყო – ზოგი ამბობს, რომ კაბის ”კუდი” შესაბამოდ გრძელი იყო, ხოლო ზოგს ციპრასის მეუღლის კაბის ზედა ნაწილი არ მოეწონა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი კაბა და ვარცხნილობა ბერძნული სტილის გამო ბევრმა შეაქო.

onalem

ტესტ