ალექსის ციპრას სურს, რომ სახელმწიფო სრულიად გამოეყოს მართლმადიდებლურ ეკლესიას

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრა, გაკრვევით აცხადებს, რომ მას სურს საბერძნეთი მთლიანად გამოეყოს ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და დაიკავოს მკაცრი “რელიგიური ნეიტრალიტეტის” პოზიცია. მისი თქმით, იესო ქრისტე აბსოლუტურად უნდა იყოს გამოყოფილი ბერძნული კონსტიტუციისგან.

საბერძნეთის კონსტიტუციის მესამე მუხლში წერია, რომ ქვეყანაში მთავარი რელიგია მართლმადიდებლური ქრისტიანობაა, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის კი მთავარი ქრისტე.

ციპრა გეგმავს, რომ აღნიშნული მუხლი კონსტიტუციიდან წაშალოს და SYRIZA-ს გასულ კვირას შეხვედრაზე განუცხადა, რომ ის სრულიად დარწმუნებულია, რომ ბერძნული ეკლესია აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაეთანხმება, რადგან მას აქვს საკმარისი სიბრძნე და დამოუკიდებლობა. ამიტომ, თავისუფლად შეუძლია სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს მხოლოდ საბაზისო საკითხებთან დაკავშირებით.

პრემიერი ფიქრობს, რომ თანამედროვე საბერძნეთის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური ნეიტრალიტეტი.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ციპრას წინადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

melano

ტესტ