fbpx
ეკონომიკაპოლიტიკა

ალექსის ციპრა: ”მე შეცდომები დავუშვი…დიდი შეცდომები”

საბერძნეთის პრემიერმა გაზეთ “The Guardian”-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღიარა, რომ დიდი შეცდომები დაუშვა. მათ შორის ყველაზე დიდი შეცდომა კი იყო ის, რომ მართვის სადავეები ადამიანების ხელში მოათავსა. ის კონკრეტულად ყოფილ ფინანსთა მინისტრსზე, იანის ვარუფაკისზე საუბრობდა.

ვარუფაკისის ალტერნატიული გეგმა საბერძნეთის ეკონომიკისთვის, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა თავის წიგნში დეტალურად აღწერა. წიგნი ციპრასმა უარყო და განაცხადა, რომ ის სრულიად უვარგისი და არაეფექტურია.

”როდესაც მე ამ კაბინეტში შემოვედი, გამოცდილება არ მქონდა. არც ის ვიცოდი, თუ რა სიძნელეებთან შეჯახება მომიწევდა, ” ამბობს ციპრასი. ”ვფიქრობ, რომ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს.”

ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ბერძნებისთვის ყველაზე უარესი უკვე უკან დარჩა და ახლა მხოლოდ საუკეთესოს იმედები უნდა გვქონდეს.

”არავის შეუძლია დაზუსტებით თქვას, რომ ეკონომიკა ზრდის პროცესშია. ეს ყველაფერი ნელნელა მიმდინარეობს. არავინ იცის რა მოხდება, თუმცა, მე გამოვიყვან ქვეყანას კრიზისიდან. ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები 2018 წლისთვის იქნება. ფაქტია, რომ საბერძნეთში ნეგატიური კლიმატია, ვინაიდან ბერძნებს, ფაქტობრივად, არ სწამთ ცვლილებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების,” ამბობს პრემიერი.

onalem

ტესტ