ალექსის ციპრა: “ფაშისტური ძალადობა დაუსჯელი არასოდეს დარჩება”

საბერძნეთის პრემიერი ვანგელის პაპამიხაილს შეხვდა, რომელიც პერამასში მემარჯვენეების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა შაბათს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხნენ. ეს კი გარკვეულწილად უკავშირდებოდა პავლუ ფისას მკვლელობიდან 5 წლის თავს. ალექსის ციპრამ ინციდენტი უყურადღებოდ არ დატოვა და პაპამიხაილის მონახულება გადაწყვიტა.

პრემიერმა სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, წარწერით:

“დღეს ვანგელის პაპამიხაილს შევხვდი, რომელიც პერამასში ნეო-ფაშისტური ძალადობის მსხვერპლი გახდა. დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ მალე მათ იპოვიან და პასუხს აგებენ. ფაშისტური ძალადობა დაუსჯელი არასოდეს დარჩება.”

melano

ტესტ