fbpx
საბერძნეთი

ალექსის ციპრას სტუმრობის შემდეგ მონასტირაკზე მდებარე რესტორანი დაიხურა

მონასტირაკზე მდებარე ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ რესტორანს ”Nerantzi” საბერძნეთის პერმიერი, მეუღლესთან ერთად, გასულ შაბათსს 23:00 საათზე ესტუმრა. როგორც ჩანს ალექსის ციპრამ ამერიკასა და ბრიუსელში დამღლელი ვიზიტების შემდეგ, ათენის ცენტრში მეუღლესთან ერთად ვახშმობა გადაწყვიტა.

პრემიერი რესტორანში პატარა მანქანით, დაცვისა და პოლიციის ესკორტის გარეშე მივიდა, რათა ყურადღება არ მიეპყრო. ის და მისი მეუღლე ყველაზე ბოლო მაგიდასთან დასხდნენ და მშვიდად ივახშმეს.

თუმცა, პრემიერის სტუმრობა რესტორნისთვის სახარბიელო სულაც არ აღმოჩნდა. დაწესებულებამ კვირას ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავა, თუმცა, ორშაბათს ხელმძღვანელებმა ყველა თანამშრომელი შეიკრიბეს და აცნობეს, რომ სამსახურს კარგავდნენ. რესტორანი დაიხურა. მიზეზად კი ასახელებდნენ ფაქტს, რომ ბიზნესი მოლოდინებს არ ამართლებდა და მიუხედავად იმისა, რომ აქ მსურველებს ნებისმიერი ტრადიციული კერძს დაგემოვნება შეეძლოთ, რესტორნის ინტერიერი ადგილმდებარეობას არ შეესაბამებოდა და ადამიანების უმეტესი ნაწილი სხვაგვარ ადგილას კვებას ამჯობინებდა.

ცხადია, რესტორნის დახურვის საკითხი პრემიერის სტუმრობამდე ბევრად ადრე იყო გადაწყვეტილი, თუმცა, ასეთმა დამთხვევამ საზოგადოებაში ცინიზმი გამოიწვია.

onalem

ტესტ