fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ალექსანდრუპოლი: ოთხმა პირმა პოლიციელის სახლი გაძარცვა

ოთხმა უცნობმა პირმა ალექსანდრუპოლში პოლიციელის სახლი დააყაჩაღა. მათ წაიღეს ყველაფერი, რაც კი ხელში მოხვდათ, მათ შორის პოლიციელის პირადი იარაღიც. ამ დროისთვის ოთხივე მათგანი დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას მათ იარაღი ნაგავში გადააგდეს, თუმცა, პოლიციამ მალევე იპოვნა.

ოფიცერმა სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ მისი სახლი გაქურდული იყო და არსად ჩანდა სამსახურის იარღიც, რის შემდეგაც მან თანამშრომლებს შეატყობინა.

ამოღებულია ძვირფასეულობა, რომელიც დამნაშავეებმა სახლიდან წაიღეს. (მათ შორის დანა-ჩანგალი)

თავდაპირველად ორი პირი დააკავეს, რომელთაც ქურდობაში მონაწილეობა აღიარეს. ამას მოჰყვა შემდეგ კიდევ ორი პირის დაკავების ოპერაცია ალექსანდრუპოლში.

ამჟამად პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ჰყავთ თუ არა მძარცველებს სხვა მსხვერპლიც.

onalem

ტესტ