fbpx
კრიმინალი

ალექსანდრუპოლი: 1, 000 ევრო სწრაფად აიღო, მაგრამ პოლიციას ვერ გაექცა

ალექსანდრუპოლში 27 წლის მამაკაცმა ორი სახლის ერთად გაძარცვა შეძლო. მისი ნადავლი 1,000 ევრო, ორი საათი და სხვადასხვა ძვირფასეულობა იყო, თუმცა, არ გაუმართლა.

კერძოდ, დამნაშავე ბერძენია, რომელიც ქურდობისას სახლის პატრონმა შენიშნა. ის, სწორედ ამ დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა და პოლიციის თანამშრომლებს მძარცველის მანქანის აღწერილობა გადასცა.

როცა 27 წლის ბერძენს ეგონა, რომ თავი ქუდში ჰქონდა, პოლიცია წამოეწია და დააპატიმრა.

მას ჩამოართვეს ნაქურდალი 1, 000 ევრო, ამას გარდა კიდევ 55 ევრო და საათები.

ყველაფერი პატრონებს დაუბრუნდათ.

პოლიციამ რამდენიმე იარაღიც ამოიღო, რომლითაც ბერძენი დანაშაულებს ჩადიოდა და სახლებს ტეხდა.

27 წლის მამაკაცი ალექსანდროპულის პროკურატურაში გადაიყვანეს, მას ბრალს მოგვიანებით წაუყენებენ.

 

onalem

ტესტ