fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ალექსანდროს აგლუპასი კორიდალოს ციხიდან გაათავისუფლეს

ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდროს აგლუპასი 2016 წლის ნოემბერში დააპატიმრეს და კორიდალოს ციხეში ჩასვეს. მას ბრალად ედებოდა ბოშათა დაჯგუფებასთან თანამშრომლობა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით 2, 000-ზე მეტი სახლი გაძარცვა.

გამომძიებელმა ის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რომლის ოდენობაც 20, 000 ევროა. აგლუპასს აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება და ვალდებულია გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში გარკვეული ინტერვალით.

საქმის მიხედვით, არსებობდა ფაქტები, რომელიც აგლუპასის ბრალეულობას ამტკიცებს. ქურდობების ჩადენის შემდეგ, ბოშები სავარაუდოდ ვაიბერის საშუალებით მას ნაქურდალის ფოტოებს უგზავნიდნენ, რათა მათ ღირებულებაში დარწმუნებულიყო.

პოლიციამ ამოიღო ძვირფასეულობა, საათები და სხვა ძვირადღირებული ნივთები, რომლებიც დადგინდა, თუ რომელი სახლებიდან ჰქონდა მოპარული კრიმინალურ დაჯგუფებას.

აგლუპასი მოპარული ნივთების გადამყიდველი აღმოჩნდა. თუმცა, როდესაც ის სასამართლოზე ჩვენებას აძლევდა, განაცხადა, რომ მან არ იცოდა, რომ აღნიშნული ნივთები მოპარული იყო. თუმცა, ადასტურებს, რომ კონტაქტები ჰქონდა პირებთან, რომლებიც ძარცვაში არიან ბრალდებული. ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაჯგუფება კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, აგლუპასი დღეს 20, 000 ევროს სანაცვლოდ ციხიდან გათავისუფლებულია.

onalem

ტესტ