fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ალექსის ციპრამ სახანძრო სამსახურის და პოლიციის დეპარტამენტის უფროსები გადააყენა

საბერძნეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების საბჭოთა რიგგარეშე სხდომაზე ალექსის ციპრამ კვირას შუადღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მატის სასიკვდილო ხანძრის შემდეგ, სახანძრო სამსახურისა და პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები პოსტებიდან უნდა მოიხსნან.

გადაწყვეტილება ტრაგედიიდან, რომელიც ათენიდან მხოლოდ 30 კმ-ის დაშორებით მოხდა და 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 14 დღის შემდეგ მიიღეს.

ვიდრე ახალი უფროსები მომდევნო დღეებში თავიან პოსტებს დაიკავებენ, ისინი მოადგილეებად რჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ხელისუფლება ასახელებს შემდეგს, რომ “ყველაფერი იმდენად კარგად არ გაკეთდა, როგორც ეს საჭირო იყო და როგორც უნდა გაკეთებულიყო.”

ყოფილი უფროსების წინააღმდეგ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ხანძარს ამხელა მსხვერპლი შესაძლოა არ მოჰყოლოდა.

ათენის პროკურატურა გამოძიებას კვლავ აგრძელებს.

სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ნიკოს ტოსკასი კი თანამდებობიდან პარასკევს გადადგა.

 

 

onalem

ტესტ