fbpx
პოლიტიკა

ალექსის ციპრა თესალონიკის მერს, იანის ბუტარისს მხარს უჭერს!

თესალონიკის მერს, იანისს ბუტარისს, მას შემდეგ, რაც მას თესალონიკის ცენტრში სასტიკად მოეპყრნენ და გამეტებით სცემეს, საბერძნეთის პრემიერმა მხადაჭერა გამოუცხადა.

“დღეს ჩემი აქ ყოფნა სიმბოლურია, რადგან მხარს ვუჭერ დემოკრატიას. თესალონიკს დემოკრატიის ხანგრძლივი ისტორია აქვს და იანის ბუტარისმა ნამდვილად შეიტანა წვლილი თესალონიკის დემოკრატიის შექმნაში. მან იბრძოლა დემოკრატიული ქალაქისთვის. იანის ბუტარისის ბრძოლა დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოა. თესალონიკი უკან არ უნდა დაბრუნდეს,” განაცხადა ალექსის ციპრამ.

“დაგეგმილი და ორგანიზებული იყო სასიკვდილო თავდასხმა,” აღნიშნა მან მერზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

“მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ აღარ დავუშვებთ ეს მოხდეს. ფაშიზმს არ უნდა დავუბრუნდეთ. ამას არ დავუშვებთ,” უპასუხა ბუტარისმა ალექსის ციპრას.

შეგახსენებთ, რომ თესალონიკის მერს თავს 19 მაისს, პონტიელთა გენოციდის დღესთან დაკავშირებულ ცერემონიაზე დაესხნენ და თავდამსხმელთა შორის ერთი საქართველოს ყოფილი მოქალაქეა, რომელიც პოლიციამ მალევე დააპატიმრა.

onalem

ტესტ