fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

5,000 პოლიციელის საგანგებო მობილიზაცია ათენის ცენტრში!

დღეს, ალექსის გრიგოროპულოს მკვლელობიდან 10 წელი გავიდა.

ათენის ცენტრში მოსალოდნელი აქციის გამო პოლიციამ უსაფრთხოების ზომები მიიღო, ათენის ქუჩებში 5,000-ზე მეტი სამართალდამცავია მობილიზებული.

სტუდენტები 12 საათზე შეიკრიბნენ, ისინი პროპილეასკენ გეგმავენ მარშით სვლას. ასევე, შეკრება დაგეგმილია ალექსის გრიგოროპულოს მკვლელობის ადგილზეც.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იქნებიან ჩაცმულები. ისინი ექსარხიას და პოლიტეხნიოს ტერიტორიებზე იქნებიან განლაგებული. ისინი აქციის მონაწილეთა მოძრაობას და ქმედებებს “ფარულად” დააკვირდებიან. პოლიცია მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ადგილებზე შეიძლება მოხდეს სავარაუდო თავდასხმები.

ათენის ცენტრის ფართო არეალზე ვითარებას დააკვირდებიან პოლიციის ვერტმფრენები და “დრონები”.

ტელეკომპანია ANT1-მა ინტერვიუ ჩამოართვა გარდაცვლილი ალექსის გრიგოროპულოს დედას, რომელმაც საკუთარ ტრაგედიაზე და იმაზე ისაუბრა, თუ რას გრძნობს პოლიციელის მიმართ, რომლის ტყვიამ მისი შვილი იმსხვერპლა.

onalem

ტესტ