ალექსის ციპრასი დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრს, სალონიკში ხვდება

საბერძნეთში, ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიას საქართველოს პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი დაესწრებიან.

კასპიის ზღვაში, შაჰ დენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარების ფარგლებში, შაჰ დენიზის კონსორციუმმა გადაწყვეტილება მიიღო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელების შესახებ.

პროექტი ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშრუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით გულისხმობს.

„სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.