fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ალექსის ციპრას: ”ინვესტორებს სჯერათ ჩვენი და ბერძნულ ეკონომიკაში დიდ თანხებს დებენ”

სამშაბათს ასპროპირგოსში, პაპასტრატოს თამბაქოს კომპანიაში სტუმრობისას, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთით უამრავი ინვესტორია დაინტერესებული და ეკონომიკაში დიდ თანხებს დებენ.

”ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეკონომიკაში დიდი ინვესტიციები ჩაიდოს პროდუქტიული მოდელისთვის, რომელიც განსხვავებული იქნება იმისგან, რომელმაც კრიზისამდე მიგვიყვანა,” ამბობს პრემიერი.

ამ კონტექსტში მან ახსენა ფილის მორისის 300 მილიონიანი ინვესტიცია პაპასტრატოსის კომპანიაში, რის შედეგადაც 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ყველაფერი საბერძნეთს ბევრად სანდოს ხდის სხვა ინვესტორებისთვის.

მან ასევე აღნიშნა ის მძიმე და რისკიანი გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიამ 2015 წელს, საშინელი კრიზისის პერიოდში მიიღო.

2017 წლის პირველ ნახევარში საბერძნეთს ინვესტიციებმა ერთი მილიონი ევრო მოუტანა. ციპრასის თქმით, ეს არის ორმაგი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მეორე დახმარების პროგრამა დასრულდა.

პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა ნელნელა მცირდება და 2018 წლისათვის 20%-ს ჩამოსცდება. შრომის სამინისტროში შემუშავებული ახალი კანონი, რომელიც პარლამენტში რამდენიმე დღეში განიხილება, საშუალებას იძლევა შეკქმნას ახალი სამუშაო ადგილები კარგი პირობებით, რაც ასევე მოიაზრებს დასაქმებულთა უფლებების დაცვას.

onalem

ტესტ