fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ალექსის ციპრას მომავალ არჩევნებს წააგებს: კვლევები იმედებს არ იძლევა

Metron Analysis კვლევებმა აჩვენა, რომ ”ახალ დემოკრატიასა” და ”SYRIZA”-ს შორის განსხვავება 10%-ია. ამჟამად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალექსის ციპრასი მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს. მისი ამომრჩევლების რაოდენობა პროცენტულად 16,1-ს უდრის, ხოლო ”ახალი დემოკრატიის” ამომრჩევლები 26%-ს შეადგენენ.

დემოკრატიული ასოციაცია (რომელიც PASOK-ს მოიცავს) მესამე ადგილზეა, 6,2%-ით. ”ოქროს განთიადი” – 5,2%, კომუნისტები – 5%, დამოუკიდებელი ბერძნები – 2%.

რესპოდენტთა 68% ფიქრობს, რომ არჩევნებს ”ახალი დემოკრატია” მოიგებს. 43% მიიჩნევს, რომ დღესდღეობით არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეიძლება პრემიერ გახდეს, 25% ამბობს, რომ ამ პოზიციაზე კირიაკოს მიცოტაკისს ხედავს, ხოლო 13%-ის აზრით მოქმედი პრემიერი საუკეთესო კანდიდატია.

onalem

ტესტ