ალბანეთში მოკლული კონსტანტინოს კაციფას ცხედარს ოჯახში, სავარაუდოდ, ხვალამდე გადმოასვენებენ

დღეს დილით ტელეკომპანია ΑΝΤ1-თან საუბრისას, ალბანეთში მოკლული კონსტანტინოს კაციფას ოჯახის ადვოკატმა ისაუბრა. მეზობელ ქვეყანას ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია გარდაცვლილი საკუთარი ოჯახისთვის. ეფთიმიოს ნავრიდისი აცხადებს, რომ ალბანეთი რეალურად არანაირ გამოძიებას არ აწარმოებს.

მისი თქმით, 35 წლის კაციფას ყოფილმა პარტნიორმა პოლიციაში მისვლაზე უარი განაცხადა, რადგან ამბობს, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე არაფერი იცის და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან. გამომიდნარე აქედან გამოძიება დასრულებულია, ვინაიდან არ არსებობს სხვა მოწმე.

შედეგად, ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობიდან 8 დღის შემდეგ, კაციფას ცხედარს ოჯახში ხვალამდე გადმოასვენებენ.

melano

ტესტ