fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი: “საბერძნეთი არასდროს იქნება ჩვენი მტერი”

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს უპასუხა, რომელიც მას მოუწოდებდა, რომ “ბერძნების სამარცხვინო პროვოკაციის შეჩერებაში ჩარეულიყო”, რომლებმაც კაციფას დაკრძალვაზე დასასწრებად საზღვარი გადაკვეთეს. რამამ განაცხადა, რომ ალბანეთი “არ აპირებს იმ პროვოკატორების  წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც  დაკრძალვაზე პროვოცირებისა და მათი დროშის შერცხვენის მიზნით მივიდნენ.”

“პატრიოტიზმი არ ნიშნავს, რომ სხვა და მისი ენა უნდა გძულდეს, პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ შენი ქვეყანა და ენა უნდა გიყვარდეს”, – დასძინა მან.

პრემიერმა თავის თანამემამულეებს მოუწოდა, რომ არ გამოიყენონ პროვოკაციული ენა ბერძენი უმცირესობის წინააღმდეგ, რადგან ისინი ალბანეთის მოქალაქეები არიან.

მან, ასევე მოუწოდა ალბანელებს, რომ შეწყვიტონ საბერძნეთის მიმართ საბრძოლო და ძალადობრივი მუქარები. “ბერძნები ეს ის ერია, რომელმაც კაცობრიობას უამრავი სასიკეთო რამ მისცა” – განაცხადა რამამ.

“საბერძნეთი არ ყოფილა და არც არასდროს იქნება ჩვენი მტერი. ეს ის ერია, რომელმაც ალბენელებს თავშესაფარი მისცა საჭიროების დროს”- დაამატა პრემიერმა.

ალბანეთის ხელისუფლებამ 12 ბერძენი გაათავისუფლა, რომლებიც დაკრძალვის წინ დააკავეს.

პოლიციამ ბერძნების დაკავების მიზეზად “რასისტული ძალადობის ნაციონალისტური ლოზუნგებით გავრცელება” დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს, ალბანელ-ბერძენი მოქალაქის, კონსტანტინოს კაციფას მკვლელობას ალბანეთის პოლიციის მიერ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მოჰყვა.

 

onalem

ტესტ