fbpx
კრიმინალი

ალბანელმა, რომელსაც 108,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ციხეში მხოლოდ 8,5 წელი გაატარა

ის პარასკევოპულოს კანონის ფარგლებში გაათავისუფლეს და საბერძნეთიდან იმიტომ არ დადეპორტეს, რომ თავშესაფარი მოითხოვა.

ქვეყანაში პარასკევოპულოს მიერ გამოცემულმა კანონმა უამრავ კრიმინალს მისცა შანსი, გარეთ ისევ თავისუფლად ევლო. უამრავი მათგანი კი ამას არ იმსახურებდა, რადგან ისინი იმეორებენ ჩადენილ დანაშაულს. ტავერნის მფლობელის მკვლელობა, უამრავი ადამიანის წამება, ძარცვა და ყაჩაღობა მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებისა, რომლებიც ციხიდან 2015 წელს გათავისუფლდნენ.

თუმცა, შემთხვევა, რომლის შესახებაც  protothema.gr იუწყება, უპრეცენდენტოა. 38 წლის ალბანელი, რომელსაც 15 სახელი ჰქონდა, 2008 წელს დააკავეს. მას მიუსაჯეს 108, 5 წელი სხვადასხვა დანაშაულისთვის: სერიული მკვლელობები, ძარცვა, იარაღის უკანონო შენახვა, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა და ა.შ.

საბოლოოდ, მისჯილი წლების მიუხედავად, 36 წლის ალბანელი დომოკოს ციხიდან 2016 წელს გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ალბანელი ციხიდან გარკვეული პირობების საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა, ის საბერძნეთიდან არ დაადეპორტეს, რადგან თავშესაფარი მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, მას მანამდე შეუძლია ქვეყანაში დარჩენა, ვიდრე მისი მოთხოვნა განხილვის ქვეშაა. ფაქტობრივად, ახლა 36 წლის ალბანელი საბერძნეთში თავისუფლად დადის.

onalem

ტესტ