fbpx
კრიმინალი

ალბანელმა 21, 500 ევროს ღირებულების აღჭურვილობა მოიპარა და ბერძენს მიჰყიდა

თითქმის ერთი თვე გავიდა ხალკიდიკიში მომხდარი ძარცვიდან, როდესაც დამნაშავემ აპარატურის მაღაზიიდან 21,500 ევროს ღირებულების საკონცერტო აღჭურვილობა მოიპარა.

ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მძარცველი 38 წლის ალბანელია, რომელმაც გატეხა მაღაზია თანამზრახველთან ერთად, რომლის ვინაობა პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია. მისი ვინაობის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. საბოლოოდ, დამნაშავეებმა ნაძარცვი აღჭურვილობა 52 წლის ბერძენ მამაკაცს მიჰყიდეს.

სწორედ ბერძენი მამაკაცის სახლში ჩატარებული გამოძიების დროს იპოვეს სამართალდამცავებმა მოპარული აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც მაღაზიის მეპატრონეს გადაეცა, ხოლო დანარჩენი აპარატურა შესასწავლად წაიღო წინასწარი გამოძიების ჯგუფმა. ხალკიდიკის პროკურატურაში, 38 წლის ალბანელი მამაკაცის წინააღმდეგ, საქმე ქურდობის ბრალდებითაა აღძრული, ხოლო 52 წლის ბერძენს ბრალი დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაში ედება.

onalem

ტესტ