ალბანელებმა ბერძნული დროშა ჩამოხსნეს და მოიპარეს (ვიდეო)

გუშინ ირაკლიოს ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც მათ თვალწინ ორმა ალბანელმა ბერძნული დროშა ჩამოხსნა და მოიპარა. მათ მანქანა ელოდებოდათ, რომელშიც დროში ჩამოხსნის შემდეგ, სწრაფად ჩასხდნენ და გაიქცნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ალბანელებმა ირაკლიოს სოფელ დაფნეში აღმართული დროშა ჩამოხსნეს.

გამვლელს თავდაპირველად ეგონა, რომ დროშას, უბრალოდ, გაუარესებული ამინდების გამო ცვლიდნენ, თუმცა, როდესაც მათი უცნაური ქმედებები შენიშნა, მაშინვე ვიდეო გადაიღო, რომელიც პოლიციას უკვე გადაეგზავნა.

მათი პოვნა ახლა მხოლოდ დროის საკითხია.

იხილეთ ვიდეო:

melano

ტესტ