fbpx
კულტურასაბერძნეთი

აკროპოლის მუზეუმში შესვლა აგვისტოს სავსე მთვარეობისას უფასო იქნება

ქვეყანაში ყველაზე თანამედროვე და პოპულარული აკროპოლის მუზეუმი ისევ აღნიშნავს აგვისტოს სავსე მთვარეობას და დაგეგმილია უამრავი სპეციალური ღონისძიება. ტრადიციულად ამ დღეს მუზეუმში შესვლა სრულიად უფასო იქნება.

ორშაბათს, 7 აგვისტოს 21:00 საათზე დაგეგმილია მანოლის მიციასისა და მისი ბენდის კონცერტი და შესრულდება სიმღერები ოცი ბერძენი კომპოზიტორის რეპერტუარიდან.

აკროპოლის მუზეუმი ღია იქნება დილის 08:00 საათიდან შუაღამემდე (24:00).

ამჟამად მუზეუმში გახსნილია სპეციალური გამოფენა ”ემოციები”, რომელიც ონასის ფონდის მიერაა ორგანიზებული. ორშაბათს აღნიშნული გამოფენაც ღია იქნება სტუმრებისთვის.

onalem

ტესტ