კასტორია: თაღლითი წყვილი ბერებისა და მონაზვნებისგან ფულს ითვისებდა

40 წლის ქალი, თავის 41 წლის პარტნიორთან ერთად, თაღლითური მიზნით, უკავშირდებოდა მღვდლებს, მონაზვნებსა და სახელმწიფო მოხელეებს კასტორიაში. ისინი თავს არგოს ორესტიკოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებად ასაღებდნენ და მოტყუებით ითვისებდნენ მათგან ფულს.

დამნაშავეთა ქმედება პოლიციის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა, როდესაც წყვილმა, ივლისის დასაწყისში, 250 ევრო მიითვისა კასტორიის მონასტრის ერთ-ერთი მონაზვნისგან.

გამოძიების მიმდინარეობისას გაჩნდა მოსაზრება, რომ წყვილის თაღლითური ქმედებები კასტორიით არ შემოიფარგლება და მათ შესაძლოა, დიდი ხნის წინ დაიწყეს დანაშაულებრივი ქმედება, სულ სხვა ტერიტორიებზე. პოლიცია ამ საკითხის გამოსაძიებლად მუშაობს.

ამასთან, ცნობილია, რომ მათ ბრალდება თაღლითობის შესახებ კასტორიის პროკურატურაში გაასაჩივრეს.

 

melano

ტესტ