fbpx
კულტურასაბერძნეთი

აგვისტოს სავსე მთვარეობა აკროპოლზე!

7 აგვისტოს, მთელი საბერძნეთის მასშტაბით, 115 მუზეუმი და არქეოლოგიური ტერიტორია უმასპინძლებს ღონისძიებებს, რომლებიც აგვისტოს სავსე მთვარეობას მიეძღვნება.

ტრადიციულად, აკროპოლის მუზეუმში შესვლა უფასო იქნება, ორგანიზებულია პროგრამა, რომელიც 20:00 საათიდან 24:00 საათამდე გასტანს. 21:00 საათზე კი გაიმართება კონცერტი.

ამ დღეს მუზეუმი იმუშავებს, როგორც ყოველ ორშაბათს, 08:00 საათიდან 16:00 საათამდე, თუმცა, 20:00 საათზე ისევ გაიხსნება და სტუმრებს უფასოდ უმასპინძლებს.

onalem

ტესტ