fbpx
საბერძნეთი

აგრინიოს ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი ნაფტალინის გამო ჩაიშალა

დღეს აგრინიოს მე-6 სკოლა ყველა ბავშვმა დატოვა და შესაბამისად, სასწავლო პროცესი სრულიად ჩაიშალა.

კერძოდ, დილას, როდესაც სკოლას აღებდნენ, აღმოაჩინეს, რომ უცნობმა პირებმა შიგნით შეაღწიეს და ნაფტალინი დაყარეს, ხოლო ქვედა სართულები ჩაკეტეს. ატმოსფერო ძალიან დაიძაბა და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, ხოლო პოლიციამ ფაქტის შესახებ ჯანდაცვის დირექტორატს შეატყობინა.

გასცეს რეკომენდაცია გაეწმინდათ ოთახები და სავენტილაციო სისტემა, როდესაც სკოლაში საგაკვეთილო პროცესი არ იქნებოდა.

სკოლის დირექტორი აგრინიოს პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სარჩელი შეიტანა. საქმე სხეულის დაზიენების მცდელობის მუხლით განიხილება. ოთხშაბათს სკოლაში საგაკვეთოლო პროცესი აღდგება.

onalem

ტესტ