fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

აგრინიო: მანქანის მართვა მართვის მოწმობის გარეშე – უპრეცედენტო რიცხვი მხოლოდ ერთ დღეში

აგრინიოში დღე ისე არ გაივლის, რომ საგზაო პოლიციამ 1 შემთხვევა მაინც არ დააფიქსიროს, როდესაც მანქანას მძღოლი მართვის მოწმობის გარეშე მართავს.

თუმცა ის, რაც ორშაბათს, 24 ივლისს მოხდა, ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა.

საგზაო პოლიციამ მხოლოდ ერთი დღის მანძილზე 8 მძღოლი შეაყოვნა იმის გამო, რომ ისინი მანქანას მართავდნენ, თუმცა, მართვის მოწმობის დოკუმენტი არ გააჩნდათ. მათ შორის იყვნენ, როგორც ახალგაზრდები, ასევე ხანში შესული ადამიანები.

კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების დეპარტამენტმა გზებზე პოლიციის კორდონები გააგზავნა, რათა მძღოლები შეემოწმებინათ.

მხოლოდ ერთ დღეში შემოწმებული 6 ადამიანი იყო : 16, 20, 21, 25, 62 და 82 წლის. ასევე 20 წლის გოგონა და 34 წლის პაკისტანის მოქალაქე მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდნენ.

ყველა მათგანი ჯარიმის შესაბამისი რაოდენობით დაისჯება.

onalem

ტესტ