fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხანძარი ბენზინგასამართ სადგურზე – ორი ადამიანი დამწვრობებით ათენის საავადმყოფოშია

დღეს აგრინიოში დილის 11:00 საათზე ბენზინგასამართ სადგურზე, ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში, ხანძარი გაჩნდა. სადგური პანაგოპულოსა და ეთნიკის ადისტასეოს ქუჩების კვეთაზე მდებარეობს.

agriniopress.gr-ის მიხედვით, ორი ახალგაზრდა ქალი, რომელთა ასაკია 22 და 33 წელი, სერიოზულად დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობებით მოათავსეს.

ორივე მათგანის მდგომაროება კრიტიკულია, რის გამოც აგრინიოს საავადმყოფოდან ათენის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ოთხი მეხანძრე, სამი მანქანით მუშაობდა.

აგრინიოს სახანძრო ბრიგადა ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

onalem

ტესტ