fbpx
კრიმინალი

აგიუ ანარგირუში 60 წლის მამაკაცის ცოცხლად დაწვა სცადეს

დამნაშავეებს, სავარაუდოდ, ეგონათ, რომ მამაკაცი სამრეცხაოს მფლობელი იყო, რომელშიც ისინი შეიჭრნენ.

გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი აგიუ ანარგირუს ტერიტორიაზე მოხდა. უცნობი პირები, დაახლოებით 14:40 საათზე ხალიჩების სამრეცხაოში შეიჭრნენ.

სწორედ ამ დროს იქ 60 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ჩათვალეს, რომ სამრეცხაოს მფლობელი იყო. არაოფიციალური ინფორმაციით კი, მამაკაცი ბიზნესმენის მეგობარია და აღნიშნულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

სასტიკმა დამნაშავეებმა მას თავდაპირველად სახეში დაარტყეს, შემდეგ კი აალებადი სითხე გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

საბედნიეროდ, მამაკაცს მხოლოდ ფეხი დაუზიანდა. მას საშუალო სიმძიმის დამწვრობები აღენიშნება.

უცნობებმა სამრეცხაოდან გარკვეული რაოდენობის თანხაც წაიღეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ