fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

აგიუ ანარგირუ: მოკლული დედა-შვილის ნათესავები პოლიციისგან კომპენსაციას ითხოვენ

სამი კვირის წინ აგიუ ანარგირუს ტერიტორიაზე მომხდარმა მკვლელობამ და თვითმკვლელობამ მთელი საბერძნეთი შეძრა. პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა საკუთარი სიდედრი, ცოლი და მათი სამი წლის შვილი სიცოცხლეს დაუფიქრებლად გამოასალმა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ახლა კი, ტელეკომპანია ANT1-ის საშუალებით, ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

გარდაცვლილი ქალის, ელენი ხერუვიმის ნათესავები საბერძნეთის პოლიციისგან კომპანესაციას ითხოვენ. დიახ, ისინი სწორედ საბერძნეთის პოლიციას უჩივიან, ვინაიდან 47 წლის ხრისტოს ზაპადიოტისს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, როდესაც პოლიციაში მსახურობდა, ის არავის შეუმოწმებია და არ არსებობდა დიაგნოზი, რომელიც ამ ყველაფერს დაადასტურებდა. ეს კი მსგავს სტრუქტურაში მომუშავე ყველა ადამიანისთვის აუცილებელია.

ცნობილია რომ მამაკაცს ფსიქომეტრული ტესტი მხოლოდ 2011 წელს ჩაუტარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ სამსახურისთვის შესაბამის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო. ბოლო წლების მანძილზე ის ყოფილი პრემიერის, კოსტას სიმიტისის დაცვაში მუშაობდა.

ადვოკატი ოჯახის მოთხოვნებისთვის იბრძვის. ისინი ჩივიან, რომ თუ პოლიცია ზაპადიოტისს შესაბამის შემოწმებას სათანადოდ ჩაუტარებდა, შესაძლოა საშინელი ოჯახური ტრაგედია თავიდან აერიდებინათ.

ოჯახი ირწმუნება, რომ ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ კაცს არ შეუძლია მოკლას სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი მისი საკუთარი შვილია. სწორედ ამიტომ კომპენსაციას სახელისუფლებო ორგანოსგან ითხოვენ.

onalem

ტესტ