აგიუ ანარგირუ: 49 წლის ქალი, რომელიც პოლიციელი ქმრის ტყვიებს ემსხვერპლა

ვრცელდება 49 წლის ქალის ფოტო, რომელიც საკუთარმა ქმარმა, პოლიციელმა ხრისტოს ზაპადიოტიმ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ბოლო 24 საათში აღნიშნული მკვლელობის შესახებ ბერძნული მედია აქტიურად საუბრობს. როგორც უკვე იცით, ასევე გარდაცვლილია ქალის 70 წლის დედა, ვასილიკი ხერუვიმი და 3,5 წლის გოგონა, წყვილის შვილი. თავად პოლიციელმა კი მკვლელობების შემდეგ თავი მოიკლა.

გარდაცვლილები გუშინ დაკრძალეს. 49 წლის ელენის გვერდით, მისი 3,5 წლის მირტო თეთრი სასახლით გაასვენეს. ცერემონია უკიდურესად მძიმე სანახავი იყო.

ოჯახის ახლობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები მათთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ. თითოეული მათგანი ქალზე საუბრობს, როგორც არაჩვეულებრივ ექიმზე, რომელიც ყოველთვის სხვების დახმარებას ცდილობდა. ელენი ბოლო წლების მანძილზე ქმრისგან ძალადობას იტანდა და საშინელ ტანჯვაში ცხოვრობდა.

იხილეთ დაკრძალვის ამსახველი ვიდეო:

melano

ტესტ