fbpx
საზოგადოება

“აგიოს დიმიტრიოს” საავადმყოფოში ქურდობის ფაქტებზე ჩივიან

როგორც დიმიტრი მავროპულოსმა, საავადმყოფოს მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, ბოლო პერიოდში პირადი ნივთების, ექიმების თანხებისა და ფეხსაცმელების ქურდობაც კი დაფიქსირდა, ასეთი სულ ექვსი შემთხვევა.

ბატონი მავროპულოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაცვის ოთხი თანამშრომელი არ არის საკმარისი. მიკრობოლოგთა ნაკლებობის საკითხის ირგვლივაც ახსენა, რომ ამ თვეში საავადმყოფოს არ ეყოლებოდა მიკრობიოლოგი ორი დღით, თუმცა ასოციაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად ექიმი, რომელიც გადავიდა ევოსმოსის ჯანმრთელობის ცენტრში, დაბრუნდა მიკრობიოლოგიურში.

მან დასძინა, რომ არსებობს ადმინისტრაციული პერსონალის დაახლოებით 50%-იანი დეფიციტი, ხოლო 30% საექთნო პერსონალის. ასევე, მხოლოდ ერთი საძინებელია, საავადმყოფოს ყველა საჭიროებისთვის.

გენიმატა-აგიოს დიმიტრიოს ერთიანი საავადმყოფოს მენეჯერმა, მელპომენი ცუგამ, სატელეფონო საუბრისას ქურდობაზე განაცხადა, რომ დაცვის თანამშრომლების რაოდენობა საკმარისია, მაგრამ შეუძლებელია მოიძიონ ქურდი საავადმყოფოს მთელ ტერიტორიაზე და რომ მას არ შეუძლია, რამის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ ქურდი თავად თანამშრომელთა შორისაა.

მიკრობიოლოგიაში სპეციალისტთა გარკვეულ დეფიციტზე მანაც ისაუბრა, რაც მთელ საბერძნეთში აქტუალური პრობლემაა.

onalem

ტესტ