fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

აგიოს დიმიტრიოს: მამა საკუთარი შვილის ეროტიულ ფოტოებს ინტერნეტში ავრცელებდა

აგიოს დიმიტრიოს პოლიციის განყოფილებაში მამაკაცი გამოცხადდა და საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, მამა საკუთარი შვილის ფოტოებს ინტერნეტში ავრცელებდა და ერთგვარად “არეკლამებდა” მას. ფოტოებზე ბავშვი, რა თქმა უნდა, შიშველი იყო. მამაკაცი აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით გაიგო, როდესაც გაცნობის საიტზე იყო შესული. მოკლედ, მას დაუკავშირდა და ეროტიკული შინაარსის წინადადება შესთავაზა, უთხრა, რომ სურდა მათი შვილებისთვის მსგავსი სახის ფოტოები ერთად გადაეღოთ. ეს ყველაფერი, ცხადია, სატყუარა იყო.

საჩივრის მიხედვით, ისინი ერთმანეთს მამაკაცის სახლში შეხვდნენ, სადაც დამნაშავეს უკვე ყველაფერი მომზადებული ჰქონდა, თუმცა, მომჩივანმა მას დაჰპირდა, რომ წავიდოდა და როდესაც ბავშვებს ჩაეძინებოდათ, უკან დაბრუნდებოდა. ის განყოფილებაში წავიდა და უკან პოლიციის ოფიცრების თანხლებით დაბრუნდა. ორი შვილის მამა მაშინვე დააპატიმრეს და პოლიციელები ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ძებნას შეუდგნენ.

საქმე ამჟამად არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

onalem

ტესტ