fbpx
საბერძნეთი

აფეთქება პირეოსის ცენტრში: ბომბი ჩანთაში იყო მოთავსებული

ბომბმა, რომელიც ჩანთაში იყო მოთავსებული, ძლიერი აფეთქება გამოიწვია. ინციდენტი პირეოსის ცენტრში, ფილელინონისა და ნოტარას ქუჩებზე, სასამართლოსთან ახლოს, შუაღამისას მოხდა.

აღნიშნული ტერიტორია დილამდე ბლოკირებული რჩებოდა, პარალელურად კი პოლიცია ცდილობს, თვითმხილველთა და უსაფრთხოების კამერების საშუალებით ინფორმაცია მოიპოვოს.

ტერიტორიაზე, სადაც დამნაშავეებმა ბომბი ჩანთით დატოვეს, უამრავი საავდოკატო ბიურო და პირეოსის საგადასახადო სამსახურის ოფისი მდებარეობს.

გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ