fbpx
კრიმინალი

აფეთქება საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მანქანაში

დღეს, 25 მაისს საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მანქანაში აფეთქება 18:30 საათზე მოხდა. ლუკას პაპადიმოსი მანქანაში ბანკის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.

დაშავებულია ორი ადამიანი და ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია:

19:05 საათი

პრემიერს დაზიანებული აქვს მკერდი, მუცელი და ფეხი. მათი მდგომარეობა, როგორც ცნობილია არ არის კრიტიკული.

19:08 საათი

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მანქანა მოძრაობდა.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე კონვერტმა გამოიწვია.

17:10 საათი

აფეთქება 3 სექტემბრის ქუჩაზე, პატისიონზე მოხდა. პოლიციას ეჭვი აქვს ერთ-ერთ ორგანიზაციაზე, რომელმაც მსგავსი კონვერტები ევროპელ ლიდერებთანაც გაგზავნა.

17:19 საათი

ტელეკომპანია ANT1 აცხადებს, რომ კონვერტი სწორედ ყოფილმა პრემიერმა გახსნა. ის აფეთქებამდე საბერძნეთის ბანკში შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ათენის საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ლუკას პაპადიმოსს მუცლის არეში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკას პაპადიმოსი 69 წლის ეკონომისტია. ის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრად 2011-დან 2012 წლამდე მსახურობდა.

ის გადადგა მას შემდეგ, რაც ტროიკამ უარყო მისი მზადება მემორანდუმისთვის.

onalem

ტესტ