fbpx
კრიმინალი

ძლიერი აფეთქება პატისიონზე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ ღამით

გუშინ 18 მარტს პატისიონზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ადგილზე სწრაფად გაჩნდა სახანძრო ბრიგადა.

როგორც ცნობილია, დაახლოებით ღამის 21:40 საათზე ლამპაკის 64 ნომერში მდებარე კორპუსთან უცნობები მივიდნენ და ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთერებები დატოვეს.

აფეთქება ძალიან ძლიერი იყო და კორპუსის მესამე სართულამდე ააღწია, რის შედეგადაც თითოეულ სართულზე ფანჯრები ჩაიმსხვრა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დამნაშავეები ბომბის დატოვებისთანავე გაუჩინარდნენ. უცნობია, თუ რატომ დატოვეს მათ მაინც და მაინც აღნიშნულ კორპუსში ასაფეთქებელი ნივთიერებები.

პოლიცია მათი ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობს.

onalem

ტესტ