fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: აეროპორტში ნაპოვნი 5, 000 ევრო პატრონს დაუბრუნდა

ახაიაში მდებარე აეროპორტში პოლიციის თანამშრომელმა საეჭვო ჩანთა შენიშნა და როცა გახსნა, აღმოჩნდა, რომ შიგ სოლიდური თანხა იდო. მას ერთი წამიც კი არ უყოყმანია, დაუყოვნებლივ დაიწყო უცნობი მგზავრის ძებნა.

ოფიცერი, რომელიც აეროპორტში უკვე წლებია მუშაობს, გადაწყვიტა მისი სახელი ანონიმურად დარჩენილიყო, მაგრამ მისი პატიოსნების ამბავი ახაიასაც გასცდა.

ვინაიდან ჩანთაში მან პასპორტი და სხვადასხვა დოკუმენტებიც იპოვა, პატრონის პოვნა არ გასჭირვებია. თანხა და საბუთები მფლობელს დაუბრუნდა.

აეროპორტის თითოეული თანამშრომელი ამაყობს თავიანთი კოლეგით.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი მესოლონგიშიც, სადაც მამაკაცმა, რომელიც უმუშევარია, საფულე იპოვა. მიუხედავად თავისი მდგომარეობისა მან პატრონი მოძებნა და თანხა დაუბრუნა.

onalem

ტესტ