ადვოკატი, რომელიც “შავ პარასკევს” კლიენტებს ცრუ ფასდაკლებებს სთავაზობდა!

თუ გეგონათ, რომ “შავი პარასკევი” მხოლოდ ტექნიკის და სხვადასხვა ნივთების იაფად შეძენისთვის ხელსაყრელი დღეა, ნამდვილად შემცდარხართ. ფასდაკლებას კლიენტებს სთავაზობდა ადვოკატიც, რომელმაც სპეციალური პაკეტი სწორედ ამ დღისთვის დააწესა.

კერძოდ, ერთ-ერთმა საადვოკატო ფირმამ გადაწყვიტა, რომ ფასები 60%-ით შეემცირებინა მათთვის, ვისაც განქორწინება სურდა. აღნიშნული შეთავაზება სწრაფად გავრცელდა და მათ უამრავმა კლიენტმა დაურეკა.

როგორც თავად ადვოკატი ამბობს, ეს ნამდვილი ფენომენი აღმოჩნდა, რომელიც ერთის მხრივ ნეგატიურიც არის, რადგან წყვილებმა, ფაქტობრივად, განქორწინება დააჩქარეს. ის ღიმილით აღნიშნავს, რომ ცხადია, ისინი ფასდალების გამო არ ეყრებიან, მაგრამ “შავმა პარასკევმა” ერთგვარი კატალიზატორის როლი ითამაშა.

სინამდვილეში კი აღნიშნული ფასდაკლება არ არსებობს და ფირმამ მხოლოდ მცირე “შემოწმება” ჩაატარა, რომლის შედეგებმა ისინი ნამდვილად აღაშფოთა.

მამაკაცმა უამრავი სატელეფონო ზარი და შეტყობინება მიიღო, ამ დრომდე დაახლოებით 60. ის კი უხსნიდა, რომ განქორწინებაზე ფასდაკლება სინამდვილეში არ არსებობდა.

მისი თქმით, რეკავდა ძალიან ახალგაზრდა ხალხი, რომელთაც შეთავაზების გარეშე არასოდეს მიუმართავთ ადვოკატისთვის და რომ არა “ცრუ ფასდაკლება” განქორწინებას კიდევ გადადებდნენ.

melano

ტესტ